"თელავში, "ბატონის სასახლეში" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"თელავში, "ბატონის სასახლეში" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

თელავში, “ბატონის სასახლეში“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს.

ცერემონია სასახლეში საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესვლით დაიწყო.

გაიმართება ფიცის დადება - პრეზიდენტი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევა.

ამასთან, საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. ინაუგურაციის ცერემონიალზე იმყოფებიდან საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ინაუგურაციას არ ესწრება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.