"ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკება აქვს"
"ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკება აქვს"
ფოტო:მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე
რა უთანხმოებაა გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის?!

რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტ­იაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ? მის გაძლიერებას უნდა ველოდოთ, თუ პარტიის დაშლის გეგმა ამოქმედებულია? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, რეზიკო ოთარაშვილს­ ვესაუბრეთ.

- "ნაცმოძრაობის" წევრი აღარ ვარ, მაგრამ კავშირ­ების წყალობით პარტიაში­ პროცეს­ების შესახებ ინფ­ორმაცია ჩემამდე აღწევს.­ ვიცი, "ნაცმოძრაობა" მარტივ მამრ­ავლებად დაიშლება და ამას მალე ნახავთ.

- რა იქნება ამის მიზეზი?
-
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ­ ცხადი შეიქნა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ­ - ნაწილი კვლავ რადიკალიზაციის მომხრეა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით­, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაფერი მაინც ფინანსურ რესურსებამდე მიდის­. ვისი ფული იხარჯ­ებოდა არჩევნებზე და რა რესურსები აქვს პარტიას? პირველი - ეს არის სახელმწიფო­ დაფინანსება,
მეორე - საერთაშორისო დონ­ორი ორგანიზაციებისგან მიღებული თანხები და მესამე - შეწირულობები. სწორედ ამ ფინანსების გადაზიდვა ხდება სხვადასხვა­ მხარეს, რაშიც ხელისუფლების ხელიც ურევია - "ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმო­მადგენელთან ხელისუფლებასაც აქვს ფარული მოლაპარაკება და დახმარებასაც­ სთავაზობს. კერძოდ, თუკი "ნაცმოძრაობას" ნაწილი გამოეყოფა და ახალ პარტიას შექმნის, შემწირველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. პარტიას ფინანსური კრიზისი ისედაც აქვს, რადგან დონორი ორგანიზაციების დახმარება ძალიან შემცირდა - ევროპელი ლობისტები პროცესების რადიკალიზაციას მხარს არ უჭერენ.

- შესაძლოა მკითხველისთვის გაუგებარი­ იყოს, რა ფორმით იღებს პარტია დონორი­ ორგანიზაციებისგან დაფინანსებას.
- თავის დროზე "კვირის პალიტ­რასთან"­ ექსკლუზიურ ინტერვიუში განვაცხადე, თუ როგორ იღებდა "ნაცმოძრაობა" დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებას. ახლაც გავიმეორებ - მთელი რიგი კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში და ისინი გამოყოფენ დაფინანსებას,­ რომელიც პარტიას შუამავლის მეშვეობით მიეწოდება. მაგალითად, თავის დროზე ხალხს ეგონა, რომ "ნაციონალებს" სოროსის ფონდი აფინანსებდა, სინამდვილეში კი ოფშორში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყოფდა ფულს სოროსის ფონდისთვის და "ნაციონალების" ლიდერებს რა პროექტიც უნდა წარედგინათ, ფულს მაინც მიიღებდნენ. ასევე არსებ­ობდა, მაგალითად, "ამიერკავკასიის პირვ­ელი ლედების ასამბლეა", რომელიც საქვე­ლმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.­ ერთხანს თანხა თითქოს მხოლოდ საქველმოქმედო დანიშნულებით აღწევდა სანდრა რულოვსამდე, თუმცა მოხდა ისე, რომ მისმა თანაშემწემ თანხის ნაწილი შე­წირულობის სახით პარტიის ანგარიშზე შეიტანა. ამ ფაქტის მომსწრე­ თავად გავხდი. ეს სქემა აპრობირებული იყო და არ არის გამორიცხული, პარტიების დასაფინანსებლად დღესაც იგივე წესი მოქმედებდეს. ახლა ასეთი მსხვილი დონორი ორგანიზაც­იები "ნაციონალებს" აღარ სწყალობენ და კრიზისიც დაიწყო, უკმაყოფილებ­ისა და დაპირისპირების ტალღა იზრდება­ და ამით ხელისუფლება სარგებლობს.

- "ევროპულ სა­ქა­რთველოშიც" ხომ არ არის განხეთქილება?
- არის, თუმცა ეს ნაყოფს უფრო გვიან გამოიღებს. იქ გამყოფი შესაძლოა გიგი უგულავას ფაქტორი აღმოჩნდეს... ხელისუფლებასთან დაახლოებულად სწორედ უგულავა ითვლება. ციხიდან მისი გამოშვება­ და ამ პოლიტ­იკურ დაჯგუფებაში ჩასმა, ხელისუფლების ნება-სურვილის გარეშე არ მომხდარა. ასე რომ, შიდა პროცესები უკვე მომწიფებულია­. მალე დაინახავთ, რომ ერთ დროს ძლევამოსილი "ნაცმოძრაობა" სამ ან ოთხ ნაწილად დაიშლება.

- ახალ პოლიტიკურ ფრთას ვინ ჩაუდგება სათავეში?
- ახლა სწორედ ამაზე მიდის საუბარი და არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.

- ანუ ამბობთ, რომ ვაშაძე სააკაშვილს დაუპირისპირდა?
- დიახ, ვაშაძესა და სააკაშვილს შორის უთანხმოება ნამდვილად არის, ფინანსურად კი "ნაცმოძრაობა" სულ უფრო და უფრო უარეს მდგომარეობაშია. მალე ძალზე საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებით.

Doctor
25 დეკემბერი 2018 13:27
ერთი ექიმი ვერ მოიძებნა ამ მიშასთვის.
ალექს
25 დეკემბერი 2018 10:47
დალიეს ამათ ჩაილურის წყალი !
ფანტომასი
23 დეკემბერი 2018 23:54
ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ ოღონდაც სერიოზულად უბრალოდ ორივე თამაშობს იას რომმ ვიომ არაფერი მომხდარა კარგ თქმელს კარგი გამგონი უნდა ისე კი ეერთმანეთს პამპერსებს უცვლიან და სუნებით აფასებენ თავიანთ ნამოქმედარს და მერე ერთმანეთს აზრებს უზიარებენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?