ისტორიული კადრი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან - კვირის პალიტრა

ისტორიული კადრი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს. პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში" გაიმართა.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: - მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.

პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინაუგურაციაზე ერთად იდგნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები. იხილეთ სრულად