გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან - კვირის პალიტრა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილისოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს არ დაიშლებიან.

"დღეს ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ვაპირებ აქ დავრჩე ჩემს მეგობრებთან ერთად. რამდენიმე ათეული კარავი გვაქვს, რომლებსაც გავშლით აქ და გავაგრძელებთ პროტესტს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ქურდ ივანიშვილს, რომელმაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი დაგვინიშნა, პასუხი გასცეს. ახლა სახლში ჯდომის დრო ნამდვილად არ არის, ამიტომ ველოდებით ჩვენს თანამოქალაქეებს აქ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ორი კარავია გაშლილი.

"ინტერპრესნიუსი"