"გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში, ვისაც გააჩნია კრიზისების მართვის უნარები"
"გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში, ვისაც გააჩნია კრიზისების მართვის უნარები"
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში" გაიმართა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო გაერთიანებულ რამდენიმე პარტიას საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ჰქონდა დაანონსებული, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

პროტესტანთთა ნაწილს, რომელიც თბილისიდან მიდიოდა თელავისკენ, ამ ქალაქში ჩასვლის საშუალება სამართლადამცავებმა არ მისცეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა სოფელ ველისციხესთან. პოლიციის წარმომადენელთა თქმით, უსაფრთხოების
ზოების დაცვის გამო ქალაქში შესვლა მხოლოდ ყვარლის გზით შეიძლებოდა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დაემორჩილნენ. მათ სცადეს ძალის გამოყენებით გაეგრძელებინათ გზა.
მოგვიანებით ვითარება დაიძაბა თელავშიც, სადაც ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ოპოზიცის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდა. აქაც დაპირისპირება მოხდა აქციის
მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

"იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის სამართლადარღვევა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის ნიკანორ მელიასაც," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც დღეს სხვადასხვა წერტილში განხორციელდა, სამართლებრივად იქნება გააანალიზებული. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოითმინეს.

როგორ აფასებენ 16 დეკემბერს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუკში"?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში, ვისაც გააჩნია დასახული ამოცანის გადაწყვეტის და კრიზისების მართვის უნარები. ბრიყვები უფრო და უფრო რთულ ამოცანებს სვამენ მის წინაშე. ისიც ჯერ-ჯერობით ართმევს თავს ყველაფერს. სამწუხარო ის არის, რომ სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს, ადამიანურ შესაძლებლობებს კი აქვს.."

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი
"ფაქტი არის ერთი რამ - საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ოპოზიცია კიდევ უფრო არასწორად იქცევა, ვიდრე ხელისუფლება; ამიტომაც გადამწყვეტ მომენტებში სასწორი მაინც ხელისუფლების მხარეს იხრება. ამ ყველაფერმა კი არაერთხელ ჩაშალა ბოლო წლებში ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა. ხელისუფლების შეცვლა კი აუცილებელია ქვეყნისთვის, სანამ ქართული ოცნება საბოლოოდ არ გამოგვითხრის ძირს. პარადოქსია, მაგრამ ოპოზიციამ იმაზე მეტ ხანს გაუხანგრძლივა ძალაუფლება "ქართულ ოცნებას", ვიდრე შეიძლებოდა".

დათო ოქიტაშვილი, პროდუსერი:
"სააკაშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია და არც ეყოლება. ის, რაც ეხლა ხდება მისი დაგეგმილია. შსს ბრავო თქვენს ვაჟკაცობას. გიორგი გახარია, ბრავო!
დიდი ბოდიში ჩვენს საამაყო პოლიციას დღეს ასეთი თმენისთვის. დიახ, ვინც არ უნდა იყოს არავისა აქვს ამის უფლება პოლიციელს მიაყენოს შეურაცხყოფა, ყველა უნდა იქნეს კანონით დასჯილი. გიორგი გახარია, უნდა დამთავრდეს კოჰაბიტაცია".


ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალიტი
"ამაზე უარესი რა მოხდებოდა გზა, რომ არ გადაგეკეტათ? აქამდე სულელები მეგონეთ. დღეს მშიშრებს უფრო გავხართ"




მკითხველის კომენტარი (20)
!!!!!!!!
18 დეკემბერი 2018 10:00
ეს ხუხაშვილი საქებარი სიტყვებით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოებაში სულ ვიღაცას რატო ეტენება?
qeTo
17 დეკემბერი 2018 19:37
გახარია რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მტერია, ხომ კარგად დავინახეთ! მაგრამ რას იზამ, როცა არ გინდა რაიმეს დანახვა, მერე რა რომ სირაქლემა ხარ! ბეტონს მაინც ჩატეხავ!
mano
17 დეკემბერი 2018 19:15
დაიღალა ხალხის ნაცების აღვიახსნილი ქმედებისგან დროა მთავრობა მ სიმკაცრე გამოიჩინოს ნაცების ზედმეთი აგრესიული ქმედების აღსაკვეტად
ana
17 დეკემბერი 2018 18:30
,,ჟორჟოლიანის კომენტარი აუცილებელია''!
natia
17 დეკემბერი 2018 18:17
Politikosoba indulgencia ar unda iyos da yveĺa unda daisajos. Kanoni unda iyos yvelaze magla da mere chaigdeben enas nacsvavebi
გაგიკ ბოლო
17 დეკემბერი 2018 16:32
ყველაფერი კარგი, მაგრამ ჟურნალისტმა (ნანუკამ) რომ წერა-კითხვა არ იცის, არა უშავს?!
Xx
17 დეკემბერი 2018 15:38
აუუ ნანუკა ძალიან დეპრესიაში ნუ გადავარდეი შეშინებული და დამფრთხალი კი ზიხართ ჯერჯერობით რუსთავი2ში
777
17 დეკემბერი 2018 15:22
პოლიციის მხრიდან ამდენი თმენა მართლაც შეუძლებელია; რამდენიმე დამნაშავეს და გარეწარს უნდა მოუგრიხო კისერი და დავარჩენი მიშისტები ჭკვას ისწავლიან.
დავითი
17 დეკემბერი 2018 11:57
ნანუკას რეაქცია ის მომენტია, როცა შენი თავის ლუსტრაციას ახდენ.
omari
17 დეკემბერი 2018 11:57
დიდი მადლობა პატრულს და პოლიციას,რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და არ განმეორდა ავად სახსენებელი 26 მაისი და 7 ნოემბერი.ნაცები თუ არ დაისაჯა დროზე,უფრო მეტად არევენ სიტუაციას.ერთი მაინტერესაბს რატომ არ ისჯებიან ისინი ,რომლებსაც ამდენი დანაშაული მიუძღვით.მთავრობა გონს მოეგოს დროზე და არ დაუშვას დესტაბილიზაცია ქვეყანაში.ხალხი დაიღალა.ნაცები ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას და ყველანაირ ხერხს მიმართავენ ხელისუფლებაში მოსასვლელად,რაც არ უნდა დაუშვათ.ასე ადვილად დაივიწყეთ ტერიტორიების
დაკარვა,ახალგაზრდების ჩახოცვა,26 მაისი და 7 ნოემბერი,ქონებების წართმევა,გავსებული ციხეები და გაუპატიურებები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?