როგორ მიულოცა დედოფალმა ელისაბედმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას - კვირის პალიტრა

როგორ მიულოცა დედოფალმა ელისაბედმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას

მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილისპრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას", - ნათქვამია დედოფალ ელიზაბედ მეორის მისალოც წერილში. მისალოც წერილს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში“ ჩატარდა.