"სააკაშვილის პრეზიდენტობისას აქციის მონაწილეები თავს რომ დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ"
"სააკაშვილის პრეზიდენტობისას აქციის მონაწილეები თავს რომ დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ"
ფოტო:ნიკა მელია და საპატრულო სამსახურის უფროსი თემურ კუპატაძე აქციაზე
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღე არა მხოლოდ საზეიმო, არამედ ხმაურიანიც გამოდგა. "ნაციონალური მოძრაობის" და მის გარშემო გაერთიანებული რამდენიმე პარტიის დაანონსებული აქცია ვერ შედგა. "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს:­

- რას ფიქრობთ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო პროცესებზე? მოგეხსენებათ, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო გაერთიანებულ რამდენიმე პარტიას არ მიეცა თელავში ჩასვლისა და იქ აქციის სრულფასოვნად გამართვის საშუალება...
- მე ვიყავი ამ ინაუგურაციაზე მიწვეული და ვიცოდი მარშრუტი, როგორ უნდა მისულიყვნენ სტუმრები ბატონის სასახლემდე.
ყველას თავი უნდა მოეყარა თელავის აეროპორტის სიახლოვეს. აქ იყო მობილიზებული ავტოტრანსპორტი, რომელიც წაიყვანდა სტუმრებს ბატონის სასახლეში.
ვინც იცის თელავის გეოგრაფია, მიხვდება, რომ სწორედ ყვარლიდან შემოსასვლელი გზა გადის აეროპორტთან. არ ვიცი, შეიძლება ეს იყო ეშმაკობაც ხელისუფლებისა, რათა აქციის ჩატარებაში ხელი შეეშალათ, მაგრამ ლოგიკური იყო პოლიციის მოქმედება,
როდესაც ისინი სთხოვდნენ აქციის მონაწილეებს, ყვარლიდან შესულიყვნენ ქალაქში და სთავაზობდნენ ტრანსპორტს გადაადგილებისთვის.


თუმცა, სავარაუდოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა აქციის აქციისთვის ჩატარება და გზიდანვე დაიწყო ვითარების გამწვავება. საინტერესოა, როგორ ჩავიდნენ გრიგოლ ვაშაძე და სხვები თელავში?

მამუკა არეშიძე

ალათ, სწორედ ყვარლის გზით, მაგრამ ამავე დროს, მოაწყვეს ეს არეულობა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ - აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსებისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის... ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ და მიმდებარე სასაფლაოებზე დაყრიდნენ.
გრიგოლ ვაშაძე არეულობის ეპიცენტრში
როცა გრიგოლ ვაშაძემ იკითხა, განა ესაა ჩვენი შექმნილი პოლიციაო? - გამეცინა, მართლაც არ ჰგავს ეს პოლიცია სააკაშვილის დროის პოლიტიკურ, სადამსჯელო პოლიციას. პირდაპირი ეთერით ვუყურებდით, რა მოთმინებით იტანდნენ თავდასხმას. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ პროცესების ესკალაციას ცდილობს.

- სიმართლე გითხრათ, არც მახსენდება საქართველოში პროტესტანტების ასეთი აგრესიული მოქცევა..
- რაც მეტად დაუთმობენ, უფრო მეტს გააკეთებენ.

ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ ნიკა მელიასა თუ გრიგოლ ვაშაძისგან. ხელისუფლების დამხობისკენ იყო მოწოდებები.
ინაუგურაციის წინ სააკაშვილმა მათ მისცა დავალება - ვითარების უკიდურესად გამწვავება. ამიტომაც არ მიიღო ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ აქციაში მონაწილეობა.

რადიკალიზმი და აგრესია მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი ცდილობენ, უფრო გააღრმაონ საზოგადოებაში გაჩენილი ბზარები და მუდმივი დესტრუქციის პირობებში გვაცხოვრონ. გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდებიან. იქნება თუ არა ეს პროტესტი პოლიტიკურად შედეგიანი, "ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული.


მარი
17 დეკემბერი 2018 17:27
სანამდე უნდა იყოს ეს, შერჩევითი სამარტალი და ორმაგი სტანდარტები?! გვარამიას, რატომ უნდა შერჩეს ადამიანების შურაწყოფა და მისნაირებს?! ამიტომაც არიან თავს გასულები !!!
კაცია
17 დეკემბერი 2018 12:31
სიმართლე თუ ვინმეს აინტერესებს ისაა რომ ამათ, ერთსაც და მეორესაც და ყველას ზვიადის გარდა ვინც ხელისუფლებაში ყოფილა ქვეყანა ერთ ადგილზე კიდიათ თავისი ისტორიით, გმირებით, გაჭირვებით, გამოწვევებით და ყველაფრით ახლა ახალი წელი მოვა კარგად დავთვრებით ვიქეიფებთ, ვიღაცა შიმშილით მოკვდება ვიღაც სიცივით საქართველო სიყალბეში ცხოვრობს და ამას ხვდება, მაგრამ მოწონს ესეთი ცხოვრება და არაფერს ცვლის მოკლედ-არაფერი გვეშველება თაობა უნდა გამოიცვალოს
ნამცევა
17 დეკემბერი 2018 11:06
ყოჩაღ ბატონო გახარია, ბრავოო..მადლობა ჩვენო გმირო პოლიციელებო, ყოჩაღ თქვენს მოთმინებას..რაც უფრო აგრესიულად მოიქცევა ნაცები, მით მალე გადახტებიან უფსკრულში...დროა უკვე, ლაგამი ამოედოს მაღ აღვირახსნილობას

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა