"სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"- ველისციხური ვნებანი და შოუბიზნესური პლეადა ინაუგურაციის დღის ფოტოგალერეაში
"სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"- ველისციხური ვნებანი და შოუბიზნესური პლეადა ინაუგურაციის დღის ფოტოგალერეაში
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 16 დეკემბერს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციის პარალელურად კახეთის რეგიონში და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას მართავდნენ. კახეთში გამართულ ინაუგურაციაზე ალბათ, მომავალშიც ბევრს ილაპარაკებენ, თუმცა ახლა გთავაზობთ ინაუგურაციის შუქ ჩრდილებს ფოტოებში.

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ინაუგურაციაზე
მარიკა თხელიძე და სოფო ხალვაში
ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვს კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. აღნიშნული წევრები საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად უჭერდნენ მხარს სალომე ზურაბიშვილს. ცნობილ საახებს შორის
იყვნენ მომღერლები, მსახიობები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

ველისციხური ვნებანი
თავების ომი - ნიკა მელია და საპატრულო სამსახურის უფროსი თემურ კუპატაძე
გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხეს­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლები ერ­თმა­ნეთს მას შემ­დეგ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რაც ოპო­ზი­ცი­ის კო­ლო­ნამ, რო­მე­ლიც თე­ლა­ვისკენ მიდიოდა, ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩახერგილი გზის გამო გზა ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი თე­მურ კუ­პა­ტა­ძე მი­ვი­და და სცადა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი
ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებისთვის აეხსნა, რომ გზა უსაფრ­თხო­ე­ბის გამო იყო ჩა­კე­ტი­ლი და თე­ლავ­ში ჩასასვლელად ყვარ­ლის გზით შეეძლოთ წასვლა, რამაც ოპო­ზი­ცი­ის ლიდერი ნიკა მე­ლ­ი­ა გააღიზიანა და კუ­პა­ტა­ძეს უნა­მუ­სო და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი უწოდა. მელიას არც კუ­პა­ტა­ძე ჩამორჩა და ის პრო­ვო­კა­ტო­რად მონათლა. მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბას გა­წევ-გა­მო­წე­ვა და ძიძგილაობა მოჰ­ყვა. ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანის წინ, ბორბლებთან წამოწვა, პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი კი ფეხების ბრახუნით მანქანის დაზიანებას ცდილობდა და სამართალდამცავებს დასძახოდა: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი და აქციის მონაწილე დაშავდა.

ნიკა მე­ლ­ი­ასა და თემურ კუ­პა­ტა­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბას გა­წევ-გა­მო­წე­ვა და ძიძგილაობა მოჰ­ყვა. ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანის წინ, ბორბლებთან წამოწვა, პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი კი ფეხების ბრახუნით მანქანის დაზიანებას ცდილობდა და სამართალდამცავებს დასძახოდა: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"


ვაი
18 დეკემბერი 2018 11:30
მოროშკინას ვინმემ ასწავლოს, სად უნდა ჩაიცვას დუტი!!!!!
რეზო
17 დეკემბერი 2018 20:39
მეც მემღერა ცუდად, ხო დამპატიჟებდნენ ინაუგურაციაზე.
ირაკლი
17 დეკემბერი 2018 18:53
ეს ქალბატონი სადაც ხოში რომ აქ ჯდება მიუსვით კირკიტაძეს გვერდით აუცილებლად!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?