"სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"- ველისციხური ვნებანი და შოუბიზნესური პლეადა ინაუგურაციის დღის ფოტოგალერეაში - კვირის პალიტრა

"სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"- ველისციხური ვნებანი და შოუბიზნესური პლეადა ინაუგურაციის დღის ფოტოგალერეაში

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 16 დეკემბერს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციის პარალელურად კახეთის რეგიონში და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას მართავდნენ. კახეთში გამართულ ინაუგურაციაზე ალბათ, მომავალშიც ბევრს ილაპარაკებენ, თუმცა ახლა გთავაზობთ ინაუგურაციის შუქ ჩრდილებს ფოტოებში.

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ინაუგურაციაზე მარიკა თხელიძე და სოფო ხალვაში

ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვს კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. აღნიშნული წევრები საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად უჭერდნენ მხარს სალომე ზურაბიშვილს. ცნობილ საახებს შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

ველისციხური ვნებანი თავების ომი - ნიკა მელია და საპატრულო სამსახურის უფროსი თემურ კუპატაძე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამართალდამცველები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ოპოზიციის კოლონამ, რომელიც თელავისკენ მიდიოდა, ავტობუსებით ჩახერგილი გზის გამო გზა ვეღარ გააგრძელა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა და სცადა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისთვის აეხსნა, რომ გზა უსაფრთხოების გამო იყო ჩაკეტილი და თელავში ჩასასვლელად ყვარლის გზით შეეძლოთ წასვლა, რამაც ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია გააღიზიანა და კუპატაძეს უნამუსო და კორუმპირებული უწოდა. მელიას არც კუპატაძე ჩამორჩა და ის პროვოკატორად მონათლა. მათ შორის შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და ძიძგილაობა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანის წინ, ბორბლებთან წამოწვა, პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი კი ფეხების ბრახუნით მანქანის დაზიანებას ცდილობდა და სამართალდამცავებს დასძახოდა: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი და აქციის მონაწილე დაშავდა.

ნიკა მელიასა და თემურ კუპატაძეს შორის შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და ძიძგილაობა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანის წინ, ბორბლებთან წამოწვა, პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი კი ფეხების ბრახუნით მანქანის დაზიანებას ცდილობდა და სამართალდამცავებს დასძახოდა: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"

იხილეთ ფოტოგალერეა