გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს - კვირის პალიტრა

გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს

შს მინისტმა გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან დაკავშირებით მთავრობაში განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებისათვის წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას სწორედ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს.

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

"ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.

უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კონტრდაზვერვის უფროსი.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადდა.

"ინტერპრესნიუსი"