ლავროვი: "რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას" - კვირის პალიტრა

ლავროვი: "რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას"

"რუსეთი არ დაუშვებს აგრესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ Комсомольская правда-ს ეთერში განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამგვარად ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რომ ამიერკავკასიაში ნატო და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება ხდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"