"იმ ხელისუფლების დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში" - კვირის პალიტრა

"იმ ხელისუფლების დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში"

იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.

"გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო