შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს - კვირის პალიტრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე ოფიციალური განმარტება გააკეთა.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.

მათივე განცხადებით, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

დავით კირკიტაძე დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"