"ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება" - გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებაზე - კვირის პალიტრა

"ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება" - გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად მიიჩნევს. როგორც „ინტერპრესნიუს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თელავში, სამხარეო პოლიციის შენობასთან განუცხადა, ის განცხადებები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება, მიუთითებს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიციელები დაზიანდნენ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვათ პირველ რიგში, რომლის გამოხატვის ფორმაც შეიძლება არ მოგვწონდეს. სხვა შემთხვევაში გავხდებით ჩრდილოეთ კორეა, რისი სიმპტომიც იყო გახარიას მიერ ღარიბაშვილის სტილში გაკეთებული განცხადება. სრულიად სასაცილოა ის განცხადებები, რასაც თბილისის მერი აკეთებს დღეს, იმის მაგივრად, რომ გონს მოეგოს და დიალოგისკენ წაიყვანოს პროცესები. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ახალი დაწყება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"