"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში" - კვირის პალიტრა

"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში"

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში, საკუთარ კაბინეტში შესვლისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, რემონტის გამო სასახლეში ჯერ ყველაფერი საჭირო ფორმაში არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე გარემოს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, რადგან ბევრი სამუშაო აქვს.

"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის პირველი სამუშაო დღე - სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ფეხით მივიდა

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო