"გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი" - სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრთა ნაწილის ვინაობა ცნობილია - კვირის პალიტრა

"გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი" - სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრთა ნაწილის ვინაობა ცნობილია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე.

ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, ვინ შემოგვიერთდებიან და კვირის ბოლოს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"