გიორგი ვაშაძე: "ძალიან ვწუხვარ და პაატა ბურჭულაძისგან ვითხოვ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "ძალიან ვწუხვარ და პაატა ბურჭულაძისგან ვითხოვ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე"

მე პაატა ბურჭულაძის მხრიდან ვითხოვ განმარტებას, რასთან ვაქვს საქმე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სანქტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მიერ სიმღერის შესრულებას იმ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.

"ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ძალიან ვწუხვარ და, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მსგავსი რამ ყოველთვის მიუღებელია -პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა. ძალიან ვწუხვარ და მე ვითხოვ განმარტებას მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე", -აღნიშნა ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: ბურჭულაძის "ღვინოვ კახურო" კონცერტზე, რომელსაც პუტინი დაესწრო

"ინტერპრესნიუსი"