"ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ 800 000 ამომრჩევლის ხმა და სურვილი დავიცვათ" - კვირის პალიტრა

"ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ 800 000 ამომრჩევლის ხმა და სურვილი დავიცვათ"

ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ 800 000 ამომრჩევლის ხმა და სურვილი დავიცვათ, რომელიც ბოლო არჩევნებში გამოიხატა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და “სამართლიან არჩევნებთან” გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს და მათ შორის საია-ს შეუძლიათ დავით კირკიტაძის საქმის მონიტორინგის განხორციელება. “იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა, ცხადია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი აქტორი აკვირდებოდეს ამ პროცესებს, რადგან დღევანდელ სასამართლოს, რომელსაც პირდაპირ მართავს ბიძინა ივანიშვილი, არ და ვერ ვენდობით, ვინაიდან როგორც წესი, ის სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. დავით კირკიტაძის შემთხვევაშიც, მასზე პილიტიკური ნიშნით ზეწოლა ხორციელდება, თუმცა ასეთი ტიპის ქმედებებით ხელისუფლება ვერ შეაშინებს და ვერ ჩააქრობს იმ ოპოზიციურ მუხტს, რაც არსებობს. მათ შორის ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე და ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ 800 000 ამომრჩევლის ხმა და სურვილი დავიცვათ, რომელიც ბოლო არჩევნებში გამოიხატა”,- აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"