"სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი, ქვეყნისთვის იყო საზიანო და უმაქნისი" - კვირის პალიტრა

"სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი, ქვეყნისთვის იყო საზიანო და უმაქნისი"

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.

სამადაშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოეხმაურა.

"სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი -იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე. ყველაზე მეტი გაცდენა აქვს (გადახედეთ ციფრებს) და არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი რაც იხილება პარლამენტში. ან აქამდე რატომ იყო??", - წერს "ფეისბუკში" ეკა ბესელია. (წყარო)