"მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს" - რას ამბობს პოლონეთში საქართველოს ელჩი? - კვირის პალიტრა

"მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს" - რას ამბობს პოლონეთში საქართველოს ელჩი?

პოლონეთში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს. როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ კვოტაზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა იქნება.

"პოლონეთი ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ქართველებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სამუშაოს საძიებლად. გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც დადგენილი კვოტის მიხედვით პოლონეთში ქართველების დასაქმება უზრუნველყო. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც, გასულ პერიოდში გვქონდა აქტიური კომუნიკაცია პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ვფიქრობთ, რომ 2019 წელს გვექნება ხელშესახები შედეგები. კვოტების რაოდენობაზე ახლა გაგვიჭირდება საუბარი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქნება პროგრესი და იმაზე მეტი ადამიანი შეძლებს პოლონეთში ლეგალურად დასაქმებას, ვიდრე დღეს", - განაცხადა ელჩმა.

"ინტერპრესნიუსი"