რატომ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი ეკა ბესელიას? - კვირის პალიტრა

რატომ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი ეკა ბესელიას?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან გამართა შეხვედრა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. ბესელიას დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუმცა ასევე აღნიშნა ის, რომ "მეგობრული შეხვედრა" იყო.

"სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. როდესაც ქალბატონი სალომე პარლამენტის წევრი იყო, მისი სამუშაო ოთახი ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო და და ბევრ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ხოლმე სამუშაო შეხვედრები. ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი, ეს მუდმივად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია", - განაცხადა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"