"სააკაშვილი ნაკლებად რომ გამოჩენილიყო ეთერებში, შეიძლება, გაერთიანებულ ოპოზიციას მოეგო კიდეც არჩევნები“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ნაკლებად რომ გამოჩენილიყო ეთერებში, შეიძლება, გაერთიანებულ ოპოზიციას მოეგო კიდეც არჩევნები“

"სააკაშვილი ნაკლებად რომ გამოჩენილყო ეკრანებზე, შეიძლება გაერთიანებულ ოპოზიციას მოეგო კიდეც არჩევნები" - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

"ბიძინინა ივანიშვილმა იყიდა ეს არჩევნები და ნაწილობრივ შანტაშით მოიპოვა გამარჯვება. უდავოა, ისიც, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გულწრფელად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს, ზოგმა იმიტომ, რომ მოსწონდა და ზოგმა იმიტომ, რომ ეშინოდა სააკაშვილი არ დაბრუნებულიყო. ზოგიერთმა ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა შეშინებულებმა სალომე ზურაბიშვილს მისცეს ხმა, სააკაშვილი, რომ არ დაბრუნებულიყო... სააკაშვილი ნაკლებად რომ გამოჩენილყო ეკრანებზე, შეიძლება გაერთიანებულ ოპოზიციას მოეგო კიდეც არჩევნები" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.