"ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს“ - კვირის პალიტრა

"ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს“

"საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.

„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის 1-ლი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია, ვინც ტაქსის საქმიანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

bpn.ge