კოკო გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

კოკო გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიას მეგობარმა განუცხადა, პირველი პრეზიდენტის შვილის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა, რადგან მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: რას ამბობს ექიმი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

"ინტერპრესნიუსი"