"ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის" - კვირის პალიტრა

"ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის"

ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ინფლაციის დათვლა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რას მოიხმარს ან ვერ მოიხმარს ადამიანი. მისივე თქმით, მხოლოდ ტურიზმი ვერ შექმნის მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებელს.

„მე სრულიად დაბეჯითებით ვამბობ, რომ ტურიზმი და ასეთი ბენზინის შემოტანა და გაყიდვა ქვეყანაში ვერ შექმნის იმ ეკონომიკურ დონეს, რომ რაღაცით გამოსწორდება მდგომარეობა. კარაქის ფასი რამდენი გახდა ამ 3-4 წელიწადში? თითქმის ორჯერ გაძვირდა. კარაქი ხომ არ არის ფუფუნების საგანი. ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის, ამიტომ ჩვენ ინფლაცია უნდა დავთვალოთ იმის მიხედვით, რასაც ყოველდღიურად მოიხმარენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"