ბიბილოვი: "საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა, ხელყონ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები" - კვირის პალიტრა

ბიბილოვი: "საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა, ხელყონ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები"

"სამხრეთ ოსეთი საქართველოს მილიტარიზაციით შეშფოთებულია", - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

"ჩვენ არ ვიცით თავში რა მოუვა მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია. საქართველოს პოლიტიკაში არ დევს ლოგიკა, რისი დასტურიც არის ის, რომ საქართველოს არ შეუძლია იმეგობროს რუსეთთან, რომელმაც ის თურქეთის, ირანის დაპყრობისგან გადაარჩინა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთი" შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით, თუმცა ნაბიჯები იდგმება რუსეთთან უსაფრთხოების "ერთიანი კონტურის შესაქმნელად".

"გასაგებია, რომ საქართველო არ შეეგუება იმ პოლიტიკურ რეალიას, რაც ჩვენ გვაქვს. მეორე მხრივ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, სადაც ნათლად არის გაწერილი, რომ რომელიმე მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება. უსაფრთხოების ერთიან კონტურს ვქმნით. საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა ხელყონ ჩვენი მტკიცე განწყობა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები", - დასძინა ბიბილოვმა.

"ინტერპრესნიუსი"