"სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას სატრანზიტო გზის გახსნაში" - კვირის პალიტრა

"სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას სატრანზიტო გზის გახსნაში"

"სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას "სამხრეთ ოსეთის" გავლით სატრანზიტო გზის გახსნაში", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"ჩვენი რესპუბლიკა თანაბარუფლებიანი პარტნიორი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო გზის გახსნაში. სხვა ვარიანტები არ შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, იმ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება აღნიშნული პროექტის განხორციელების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ტრანზიტის საკითხი, მაგრამ სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შეთანხმების შემთხვევაში. სხვაგვარად ეს არ მოხდება", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"