"ნამდვილად არ გამოვრიცხავ" - ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს? - კვირის პალიტრა

"ნამდვილად არ გამოვრიცხავ" - ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქშიმაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს.

"რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებისთვისაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვარ. თუ აღმოჩნება, რომ ბეტონის კედელს ვურტყამ თავს და ცვლილებების პრესპექტივა არ არის, არავითარ საშუალებას არ გამოვრიცხავ. ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერა, თუ სხვა ათასი საშუალება, ნამდვილად არ გამოვრიცხავ", - განუცხადა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს".

როგორც ცნობილია, მთაწმინდი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების გამო, აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს.

"ინტერპრესნიუსი"