"ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით" - კვირის პალიტრა

"ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით"

ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ამ მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს.

"ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზები არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზრეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, სჯობს სხვა დროს გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს როდესაც არის გაკეთებული განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარი მიზეზებთან დაკავშირებით. თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზეზებს დავუბრუნდებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება საზოგადოებასთან საუბარი. დღეს მე არც ერთ მიზეზს არ გავშლი", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"