"შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ" - კვირის პალიტრა

"შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ"

ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც კილაძემ აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ ხდება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბესელიას გადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების თემასთან დაკავშირება, როცა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება რამდენიმე თვით ადრე იგეგმებოდა, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრეც გავრცელდა. ბესელიას განცხადებითვე, მოვა დრო და ვიღაცები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიღაცები კი ისეთ ზონაში შედიან, სადაც თავად დაიკარგებიან და მათ წინდახედულობასა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

"ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა. როგორც სჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და ვიღაც არ აღმოჩნდეს ამაზე უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს. რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"