"ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან"

2 იანვარს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება" 3 იანვარს სხდომას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მმართველ გუნდში განუცხადეს, სხდომა პარტიის ოფისში გაიმართება და მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე „ფეისბუკში“ გია აბაშიძემ ასეთი შინაარსის სტატუსი გამაოქვეყნა:

ხვალიდან, "ნაპახმელიარზე", პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. "ნაღმი" საკმაოდ ბანალურია - კორუფციის თემა.

წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: "ჩეთემ ჰაუსის" ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების "მასწერ სპორტა"-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება "ქოცნებას".

სროლა დასწრებაზეა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ორაზროვნად დაანონსა ამბავი: https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1148598225308502

როგორც ამ ცნობილი ფილმის ცნობილი ფრთიანი ფრაზა ამბობს - When you have to shoot, shoot, don't talk! [როცა გიწევს გასროლა, ისროლე, ნუღარ ლაპარაკობ!] ხვალ, წესით, ივანიშვილი დასწრებაზე ითამაშებს.

ძალიან შოკირებული ვარ და იმედგაცრუებული. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან.

ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე.

დაველოდოთ, ხვალინდელ სხდომას როსტომ მეფის სასახლეში...

და დაველოდოთ საპასუხო, ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაწყებულ 'კომპრომატების ომს'...“

ნიკა გვარამიამ კი ასევე „ფეისბუკში“ შემდეგი დაწერა:

„თუ ბიძინას მტრისთვის სასამრთლოში საქმის დასალაგებლად ფულს იღებ, მერე მეორე კლანთან წააგებ, საქმეს ვერ მოაგვარებ და ფული უკან დასაბრუნებელი გაგიხდება და ამას ბიძინა გაგიგებს, კომიტეტის თავმჯდომარეობას უკან მოგატოვებინებსო.

ძველი კი არა და, გრძელი ქართული ანდაზა“.

გავრცელებულ ინფორმაციას“ გამოეხმაურა პარლამენტარი ეკა ბესელიაც.

იხილეთ რას პასუხობს ეკა ბესელია პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას