ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" ოფისში სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" ოფისში სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ასევე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

თავად ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის საქართველოში არ იმყოფება.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან"