პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურსითვის", - განმარტეს ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიიდან წასვლის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას უკვე განაცხადეს კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, ასევე წევრებმა ეკა გიგაურმა და ბასა ჯანიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"