ვინ შეცვლის ეკა ბესელიას? - კვირის პალიტრა

ვინ შეცვლის ეკა ბესელიას?

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა",- აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის საკითხს, მისი თქმით, ზარდიაშვილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

"ვანო ზარდიაშვილი არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არ აპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადაოს",- განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია" - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა?

"ინტერპრესნიუსი"