"ერეკ­ლე კო­დუა თა­ვის უკ­რა­ი­ნელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო" - რას განიხილავდნენ ზურაბ ადეიშვილი და ერეკლე კოდუა ბუდაპეშტის ქართულ რესტორანში - კვირის პალიტრა

"ერეკ­ლე კო­დუა თა­ვის უკ­რა­ი­ნელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო" - რას განიხილავდნენ ზურაბ ადეიშვილი და ერეკლე კოდუა ბუდაპეშტის ქართულ რესტორანში

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ბუდაპეშტში მდებარე ქართულ რესტორანში "ხაჭაპური" ერთად ვახშმობისას შენიშნეს. შეხვედის ამსახველი ფოტო AMBEBI.GE-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ ადეიშვილი და კოდუა ინტერპოლით იძებნებიან.

ჩვენი წყაროს ცნობით, რესტორანში მათთან ერთად კიდევ ათამდე ქართველი იმყოფებოდა - ყოფილი მაღალჩინოსნები ბუდაპეშტის ცენტრში ფართის დაქირავების საკითხს განიხილავდნენ, რაც სავარაუდოდ, კოდუას გეგმებში შედის.

"ერეკლე კოდუა თავის უკრაინელ მეუღლესთან ერთად იყო. მეუღლეებთან ერთად იყვნენ სხვებიც, თუ არ ჩავთვლით ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც ბავშვი ახლდა... აქამდე მეგონა, რომ ისინი ინტერპოლით იძებნებოდნენ და ძალიან გამიკვირდება, როდესაც შუაგულ ევროპაში, უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე რესტორანში ლაღად მსხდომები შევნიშნე. როგორც ჩანს, ისინი იქაურობას საკმაოდ ხშირად სტუმრობენ", - განუცხადა AMBEBI.GE-ს საკუთარმა წყარომ. გაგრძელება