რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდებოდა. 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მართალია, დეპუტატი არ ფლობს უძრავ ქონებას, თუმცა, მის მეუღლეს, ტელეწამყვანს თამარ ჩერგოლეიშვილს უფიქსირდება 75 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 80 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატის საკუთრებას, გიგა ბოკერიას ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი toyota- camry, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 2 500 ლარი ჰქონდა. 2017 წლის განმავლობაში ბოკერიამ შემოსავლის სახით, პარლამენტის წევრის - უმცირესობის ლიდერის მოადგილის პოსტზე 62 373 ლარი მიიღო. მის სახელზე ფიქსირდება სესხიც, რომლის შედეგადაც დეპუტატის წლიურმა გასავალმა 2 400 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაში ბოკერიას გასავალმა შემოწირულობის სახით, 25 000 ლარი; შვილის სწავლის საფასურის სახით კი 5 500 ევრო შეადგინა. გიგა ბოკერიას ჰყავს მეუღლე და შვილი. გაგრძელება