"საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია"

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეხმაურება, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

“მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას“ იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია!

ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა გამოვიდეს და თქვას ვინმემ რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად“, - წერს გიგი უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"