"მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს" - კვირის პალიტრა

"მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, „გააკონტროლოს რას და რატომ ლაპარაკობს“. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს მდინარაძის საპასუხოდ განუცხადა, მას მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი აქვს.

„მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“, - განაცხადა ბესელიამ.

ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები. ფრაქციაში ვიმოქმედეთ, როგორც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე და რეგლამენტის წესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ წევრს ჩვენი გუნდის და არ გვინდა, რომ ჩვენი განცხადებებით დავძაბოთ სიტუაცია.

ვიმსჯელებთ გუნდის შიგნით და ვიმოქმედებთ შესაბამისად. ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"