"როცა გამუდმებით გიმტკიცებენ, რომ მართალი ხარ, ალბათ, იჯერებ, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილიც ადამიანია" - კვირის პალიტრა

"როცა გამუდმებით გიმტკიცებენ, რომ მართალი ხარ, ალბათ, იჯერებ, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილიც ადამიანია"

პირველი ტურის შემდეგ მოვისმინეთ ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც აღიარა, რომ ტყუილის მსხვერპლი შეიქნა, ახსენა გაყალბებული სოციოლოგიური გამოკვლევებიც და ა.შ. თქვა, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს აპირებდა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ისმის კითხვა, იმ პირებისგან მაინც თუ მოახერხა გათავისუფლება, რომლებიც, თვითონვე აღიარა, რომ ატყუებდნენ...

მამუკა არეშიძე:

- არა. ის ადამიანები ძალიან კარგად ორგანიზებული არიან და იციან, როგორც უნდა მოიქცნენ. ამ ორიოდე დღის წინ წავიკითხე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, მე ბიძინა ივანიშვილს ხშირად ვეკამათები, ეს დემოკრატიული პროცესიაო. ეს კარგია, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ეს პოლიტიკოსი საერთოდ გარიყულია გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან და განსაკუთრებული ფუნქციის გარეშეა პარლამენტში დარჩენილი. ის ჯგუფი კი, რომელზეც ვლაპარაკობთ, არასდროს ეკამათება ბიძინა ივანიშვილს. ისინი მის მოწოდებას, რჩევას თუ დავალებას სიტყვის შეუბრუნებლად იღებენ, თუმცა ცუდად ასრულებენ, ან ისე, როგორც აწყობთ. ხომ აშკარაა, რომ სასამართლოსთან ურთიერთობა თავის თავზე აიღო რამდენიმე დეპუტატმა. როგორ აკეთებენ ისე, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური, ეს ცნობილ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ისინი ორ ფრონტზე ერთდროულად იბრძოდნენ... პირველ რიგში ივანიშვილი უნდა გათავისუფლდეს თავისი გარემოცვის იმ წევრებისგან, რომლებიც ატყუებენ და მხოლოდ მაამებლობით არიან დაკავებულები.

- რას გულისხმობთ?

- არსებობს ერთი ცნობილი ტერმინი - გავლენის აგენტი. იგულისხმება ადამიანი, რომელიც გგონია, რომ შენიანია, მაგრამ სხვის დავალებებს ასრულებს, ან საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, თანაც ახერხებს და შენი სახელით ოპერირებს. თუ ამ ტექნოლოგიას კარგად იცნობს და გონიერიცაა, ასე დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში არიან ჯგუფები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციას ხელოვნურად აღვივებენ.

- გამოდის, ბიძინა ივანიშვილი თვითონ უწყობს ხელს თავის გარშემო მაამებელთა თავმოყრას.

- სამწუხაროდ, მაამებლები ივანიშვილის გარემოცვაში გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლია,

ოღონდ ეს აზრი უნდა იყოს კარგად არგუმენტირებული. მას უყვარს არგუმენტები. პირადად შევსწრებივარ ასეთ პროცესებსა და დიდ კამათებსაც. დღეს კი მის გარშემო თავმოყრილ პირებს არგუმენტები არ სჭირდებათ. როცა გამუდმებით გიმტკიცებენ, რომ მართალი ხარ, ალბათ, იჯერებ, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილიც ადამიანია. ხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწოდა, მაგრამ..."