პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში, ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თანხა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გამოიყო.

ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"