ეკა ბესელია ჟურნალისტებს: "კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის"
ეკა ბესელია ჟურნალისტებს: "კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ალბათ, განმარტებები გაკეთდება". კითხვაზე: თუ რა ტიპის შეხვედრაა და რატომ არ მონაწილეობს თავად ამ შეხვედრაში, ბესელია აცხადებს, რომ ეს ორგანიზატორებს უნდა ვკითხოთ.

"მგონი, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე. მე არ ვარ ბიუროს
წევრი. მე ნუ მეკითხებით იმას, ვინც აორგანიზებს რაღაც შეხვედრებს",- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, ვინაიდან ის ამ შეხვედრას არ ესწრება, ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლოა, გუნდი ემიჯნებოდეს, ბესელიამ განაცხადა, რომ ზედმეტად ვითარების გამძაფრება საჭირო არ არის.

"კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება",
- განაცხადა ბესელიამ.


"ინტერპრესნიუსი"


ალექს
09 იანვარი 2019 10:59
საქმე იმაშია რომ ნაცქოცმოქკავშირი სრულიადაც არ არის ,არც ყოფილა და ვერასოდეს ვერ იქნება პოლიტიკური ძალა,ის ფუნქციონერ მედროვე მოხელეთა მერკანტილური ურთიერთგადადინებადი და ურთიერთდამოკიდებული მაფიოზურ ოლიგარქიული კლანების კონგლომერატია ,მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ იდეოლოგიურ მრწამსს და მსოფლმხედველობით მიზანს ,როგორიც გახლდათ მათი წინამორბედი და დასაბამი კომკავშირი,სწორედ მათსავით ქამელეონივით იცვლიან პოლიტიკური მიმდევრობის განმსაზღვრელ ფერს ,მუდმივი "პარტიული" ფერისცვალება აქვთ ,ექოჩრებათ ქერცლი საიდანაც ფულის სიო ქრის იქით ,ამდენად ,მართლა პოლიტიკოსების ჯგუფისაგან გაწეულ პოლიტიკურ კონკურენციას ვერ გაუძლებენ ,რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯონ ,არგუმენტი პოლიტიკური და იდეოლოგიური არ გააჩნიათ,დარჩენილი არიან სიყალბეთა და პიარდემაგოგიის ამარად ,ფაქტებია მათ წინააღმდეგ -ფული ტოვებს კვალს და დიდი ფულიც ვერ იყიდის პოლიტიკურ დივიდენდს ,გაცვდა ეს იარაღი,აღარ მუშაობს ,ყალბი ფულით ფონს ვერ გავლენ,გაუუფასურდათ !
არსებული პოლიტიკურ ეკონომიკური მძარცველური რეჟიმის შესანარჩუნებლად მმართველ პარტოკრატიულ ბიუროკრატიას რჩება სიყალბე და ძალმომრეობა,შანტაჟი,ამისათვის შექმნეს სამართლის რეპრესიული სისტემა და "წარმატებით" უწევენ ექსპლუატაციას საერთო სარგებლობის მერკანტილურ სამართლდამცავთა და მაკონტროლებელ დამსჯელ მიმსჯელ დამჯარიმებელი კორპუსიის მეშვეობით ,ხოლო პიარგარემოს უყვითლებს ფასიანი ჟურნალისტური და საუწყებო არასამთავრობო გამოსოროსებული წვრილფეხობა !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?