ეკა ბესელია ჟურნალისტებს: "კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია ჟურნალისტებს: "კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ალბათ, განმარტებები გაკეთდება". კითხვაზე: თუ რა ტიპის შეხვედრაა და რატომ არ მონაწილეობს თავად ამ შეხვედრაში, ბესელია აცხადებს, რომ ეს ორგანიზატორებს უნდა ვკითხოთ.

"მგონი, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე. მე არ ვარ ბიუროს წევრი. მე ნუ მეკითხებით იმას, ვინც აორგანიზებს რაღაც შეხვედრებს",- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, ვინაიდან ის ამ შეხვედრას არ ესწრება, ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლოა, გუნდი ემიჯნებოდეს, ბესელიამ განაცხადა, რომ ზედმეტად ვითარების გამძაფრება საჭირო არ არის.

"კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება", - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: კაჭრეთში "ქართული ოცნების" შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან - რა საკითხზე მსჯელობს მმართველი გუნდი?

"ინტერპრესნიუსი"