სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" აღებული მილიონიანი სესხი დაფარა
სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" აღებული მილიონიანი სესხი დაფარა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" აღებული მილიონი ლარის ოდენობის სესხი დაფარა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სესხი სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში, საარჩევნო პერიოდში აიღო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაერიცხა. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

გამახარეთ
09 იანვარი 2019 15:50
ამაღამ ტკბილად დამეძინება. რაც მაგაზე ვნერვიულობდი.
antibneleti
09 იანვარი 2019 11:37
როგორ გამახარეთ! ასე გაიხაროს ქოცნებამ და მისმა მომყვანმა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები