სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" აღებული მილიონიანი სესხი დაფარა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" აღებული მილიონიანი სესხი დაფარა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" აღებული მილიონი ლარის ოდენობის სესხი დაფარა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სესხი სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში, საარჩევნო პერიოდში აიღო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაერიცხა. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

"ინტერპრესნიუსი"