განიხილება თუ არა ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ? - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში? - კვირის პალიტრა

განიხილება თუ არა ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ? - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არ განიხილება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არათუ კომისიის თავმჯდომარედ, არამედ მის წევრადაც კი არ განიხილება.

"შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნათელა მაჭავარიანი მთელი ქვეყნისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია, მისი კანდიდატურა არ განიხილება არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარის და არც კომისიის წევრობის კანდიდატად", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეწყალების კომისიის შემადგენლობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?

"ინტერპრესნიუსი"