"ივანიშვილს უჭირს გუნდის მართვა... ახლა იძულებულია ზოგს "თავი მოკვეთოს", ზოგი "ჩამოახრჩოს", ზოგიც გააძევოს"
"ივანიშვილს უჭირს გუნდის მართვა... ახლა იძულებულია ზოგს "თავი მოკვეთოს", ზოგი "ჩამოახრჩოს", ზოგიც გააძევოს"
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე მოხდება, რომელშიც დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან.

რაც შეეხება ეკა ბესელიას საკითხს, ექსპრემიერის თქმით, ეკა ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ, ამიტომ დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი. მანვე დაადასტურა, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა და როგორ
განცხადებაში აღნიშნა, ივანიშვილისთვის უცნობია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს.

ივანიშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ეკა ბესელია, თუმცა განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა, დაანონსა, რომ ყველაფერს ორშაბათს იტყვის და საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.

ივანიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში "კაჭრეთის
მანიფესტი" უწოდა, რაშიც მან რამდენიმე დღის წინ კაჭრეთში მმართველი გუნდის მიერ გამართული შეხვედრა იგულისხმა, რომელსაც უმრავლესობის წევრებთან ერთად მინისტრებიც ესწრებოდნენ.
დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი:
"ამ განცხადებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გუნდს და მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უჭერს მხარს. საინტერესო ის არის, ხალხი ვის უჭერს მხარს და რამდენად ემთხვევა ეს იმ დანაპირებს, რომელიც გაიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის. მას რომ გაეკეთებინა მეორე ტურამდე განცხადება, რომ მხარს უჭერს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვა მოსამართლეებს, არა მგონია, გაემარჯვებინათ. ის დაპირებები, რაც გაიცემა არჩევნების წინ, ამის მაგალითი არის დონალდ ტრანპი, თუ როგორ ცდილობს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება. რა დაპირებასაც საარჩევნოდ ვიძლევით, უნდა შესრულება. ჩემი ეჭვები გამართლდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი".
ლია მუხაშავრია, ექსპერტი:
"ბესელიას მთელი ამდენი წლის განმავლობაში მართლაც ჰქონდა ქმედითი ბერკეტები, რომ მოსამართლეების და იუსტიციის საბჭოს საკითხი იურიდიულად, სამართლებრივად, კანონში შეტანილი ცვლილებებით გამოსწორებულიყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას დიდი ხნის წინ შესთავაზეს პარლამენტის ვიცე-სპიკერად გადასვლა, რადგან ის გარკვეულწილად მიუღებელი იყო გუნდისთვის ჩვენთვის უცნობი, ან ნაწილობრივ ნაცნობი ქმედებების გამო. ასევე გასაგები გახდა ბესელიას გადადგომისთანავე კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა მაშინ, როცა ეს ადამიანი საერთოდ გაიწვია იურიდიული კომიტეტის წევრობიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ამბები, შიდა დაპირისპირება დიდი ხანი მიდიოდა, უბრალოდ ეკა ბესელიამ, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა სცადა მოსამართლეების საკითხი გამოეყენებინა, ამიტომ მისი ეს ნაბიჯი შეიძლება გასაგებიც იყოს. ახლა, როცა ეკა ბესელია ყურადღების ეპიცენტრშია მოხვედრილი, ის რატომღაც მივლინებას მივლინებაზე აკეთებს და უცხოეთიდან არ ჩამოდის, ან ჩამოდის ძალიან მცირე ხნით, ეს უფრო მაფიქრებინებს, რომ ის არის განწირული, თუმცა არ მგონია, რომ მთავარი ზვარაკია. შესაძლოა, მისი ამბიციები იყო ძალიან შორს წასული და მოთოკვა გახდა საჭირო, მაგრამ მასაც და "ქართულ ოცნებაში" ყველას ეყოფა იმდენი ჭკუა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ გამოვიდეს, რადგან ივანიშვილის ხელდასმით გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები"...

დავინახეთ ძალიან ცუდი სურათი, "ივანიშვილს უჭირს გუნდის მართვა... ახლა იძულებულია ზოგს "თავი მოკვეთოს", ზოგი "ჩამოახრჩოს", ზოგიც გააძევოს".

რაც შეეხება მოსამართლეების სიას, ასეთი აღმაშფოთებელი მოსამართლეების შემადგენლობა, რომელზეც მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ ლამის წივილ-კივილი ატეხა, არ შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ყოფილიყო შეთავაზებული. ჩვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს ჯიბის სასამართლო და ეს დასაწყისი შეიძლება "თიბისი ბანკის" საქმემდე მიდიოდეს, გასაგებს ხდის იმას, რომ მმართველ გუნდს უნდა ჯიბის სასამართლო ჰყავდეს. მე ვფიქრობ, რომ მმართველ გუნდში პირადი დაპირისპირება და საკუთარი კარიერული ვნებები იყო მთავარი და არა ის, რომ ეს აღმაშფოთებელი 10 კანდიდატი დასახელდა. სამწუხაროდ, ესენი ყველანი ერთი გუნდიდან მოდიან, უბრალოდ ზოგიერთის ამბიციები ძალიან შორს წავიდა და მან დღეს გადაწყვიტა წერტილი დაესვა ყველაფრისთვის", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
გიგი უგულავა
გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი:
"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა "ოცნების" შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე, უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია"

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
"განცხადებაში ნათლად ჩანს ბიძინა ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და ამას პირდაპირ ამბობს. სწორედ ამას უკავშირდება მისი გულისწყრომა ბესელიას მიმართ, რომ ის აღმოჩნდა ის კატალიზატორი, რომელმაც ამ გუნდის რღვევას დაუდო სათავე. ეს არის მისი გულისწყრომის მთავარი მიზეზი ბესელიასთან დაკავშირებით. ეს გასაგებიც არის, ვინაიდან ადამიანი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე მეორედ იმისათვის, რომ გუნდის ერთიანობა გადაარჩინოს და ამ დროს ამ თემაზე ბესელია და არა მხოლოდ ის გამოდიან კატალიზატორად, რომ გუნდის ერთიანობა ვერ ნარჩუნდება. ანუ ივანიშვილის ასეთი მკვეთრი პოზიცია უკავშირდება იმას, რომ გუნდის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამ შემთხვევაში პრობლემის მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა ბესელია. ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული ეს განცხადება არ ნიშნავს ირაკლი კობახიძის მხარდაჭერას. ეს არის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს მის გულისწყრომას, რომ ვერ მოხერხდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (7)
ზურა
12 იანვარი 2019 11:26
ნოეს კიდობანი უნდათ ამათ,ყველას,კაპიტანი ბიძო და გზა მშვიდობისა ხიხოებო,ხო ნაცებიც გაიყოლეთ .....
ასეა ეს
11 იანვარი 2019 18:10
ეს "გენიოსი" ექსპერტები რომ არ გვყავდეს რა ეშველებოდა საქარტველოს! ნეტა რამდენს უხდიან მათ ამ ბჟუტურში?
ალექს-ს
11 იანვარი 2019 13:27
დზამიკო ალექს, საბჭოთა კავშირს თუ რამე ჰქონდა ძლიერი მხარე, ერთ-ერთი სწორედ თქვენ მიერ ხშირად ნახსენები სამსახური გახლდათ, რითაც ამერიკელებსაც კი აკვირვებდნენ, მაგრამ ის წყობა კაცობრიობის არსებობის ამ ეტაპზე დამარცხებისათვის იყო განწირული (შესაძლოა, მომავალში, ამა თუ იმ მოდიფიცირებული სახით, გნებავთ, სიმბიოზით სხვა ეკონომიკური მოდელების დადებით მხარეებთან, კვლავ იჩინოს თავი და ვინ იცის, გაამართლოს კიდეც! ) ისე, საბჭოთა მოდელმა ამ 70-80- წლის წინ თავისი ფუნქცია შესრულა, კერძოდ, გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშიზმის განადგურებაში, რაღაც-რაღაცეებში მისაბაძიც კი გახდა კაპიტალისტური წყობის ქვეყნებისათვის და... თავისი თავიც ამოწურა, რადგან იქცა არა თუ ფარსად, უდიდეს ტრაგედიადაც კი კაცობრიობისათვის, რაც განსაკუთრებით რელიეფურად გამოიკვეთა პოლ პოტის რეჟიმის სახით!
რუსეთში ამ წყობამ გაცილებით მეტხანს იარსება იმის გამო, რომ ამ ქვეყანას უდიდესი ბუნებრივი რესურსები გააჩნია
- მეცნიერთა გაანგარიშებით, ფულად ერთეულებში ყველა სახის სიმდიდრის გადაყვანით, 36-ჯერ მეტი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე დედამიწის სხვა ქვეყნებში მაცხოვრებლებზე! სხვა სიმდიდრეს კი სწორედ თქვენ მიერ ნახსენები ინსტიტუტი და სტალინ-ბერიას მიერ დატოვებული ბირთვული იარაღი, რაკეტები წარმოდგენს და... მორჩა! ეკონომიკურად, რუსეთი, ფაქტობრივად, უმწეო ქვეყნების რიგშია, მაგრამ ვერ ელევა თავის საუკუნეობრივ იმპერიულ ტრადიციებს და ზემოთ ხსენებულ ბერკეტებს იყენებს სხვა ქვეყნების დასაშანტაჟებლად. აქ კი მრავალფეროვან ხერხებს მიმართავს - რუსეთისათვის სასრგებლო საქმეში "ობიექტურობის" იმიჯზე პრეტენზიის მქონე ისეთი "მოღვაწეების" ჩათვლით, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი ბრძანდებით თ ქ ვ ე ნ ც (სხვებს კიდევ სხვა როლები აქვთ დაკისრებული, "პატრიოტების", "ქველმოქმედთა", ხახვწაღებულების და ა.შ)!!!

ნუ იღებთ ასეთ ცოდვას საკუთარ თავზე, მით უფრო, როდესაც ამ საქმიდან არაფერი გამოვა - ისტორიას თავისი კანონზომიერებანი გააჩნია!

რამო მორანი
11 იანვარი 2019 12:48
ბატონო ალექსი. საერთოდ თუ გაქვთ წარმოდგენა რას ნიშნავს კომუნისტი, კომუნისტური იდეოლოგია, კომუნიზმი? ისინი, ვისაც თქვენ, დღეს ხელისუფლებაში აღზევებულებს, კომუნისტებს ეძახით იყვნენ კი კომუნისტები. კომუნისტური იდეოლოგიის მატარებლები?
„ კომპარტიის პროდუქტია მოქკავშირი,ნაცებიც და ქოცებიც სატელიტებიანად „ გეთანხმებით. მაგრამ ვერ დაგეთანხმებით სხვა რამეში. როცა მე მაშინდელი ცხოვრების წესის უპირატესობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს იდეოლოგია და არა ამ იდეოლოგიის შემთხვევითი აღმსრულებლები. ვინც კომუნისტური პარტიის რიგებში შეძვრა, ყველა კომუნისტი როდი იყო თავისი მსოფლხედველობით: ის იყო მედროვე, რომელიც თავისი პირადი ქვენა გრძნობების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერ ხვრელში შეძვრებოდა და შეძვრა კომუნისტური პარტიის რიგებში ან კომკავშირში.
ამიტომ, თქვენს მიერ ნაცქოცმოქკავშირის კომპარტიისა და კომკავშირის პროდუქტად მოხსენიება ნებისმიერ თქვენს კომენტარში, უბრალოდ არასწორია. ისინი არ არიან იდეოლოგიის პროდუქტები. ისინი არიან ამ იდეოლოგიისგან გამოთავისუფლებული „ექსკრემენტები“. ვიმეორებ, ვისაც მანდატი ედო ჯიბეში, ყველა კომუნისტი (ანუ იდეოლოგიის მატარებელი} როდი იყო. აი, სწორედ ეს მედროვე ადამიანები უთხრიდნენ საძირკველს საბჭოთა იდეოლოგიას ამერიკის პროპაგანდისტული მანქანაზე ამხედრებულნი და დღეს ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის სვე-ბედს განაგებენ. რა იყო მათგან მოსალონდელი თუ არა ნგრევა? ჰოდა ანგრევენ კიდევაც!
სუს
10 იანვარი 2019 20:45
დრომოჭმული და ცხვრისტყავში გახვეული ხალხი ამუხრუჭებს ყველაფერს
ალექს
10 იანვარი 2019 16:01
აბა სადაა წყალგამყოფი ნაცქოცმოქკავშირის და მათი სატელიტების ნაკომკავშირალ გულსისხლძარღვებში ,დაგვანახეთ ? !
გლახუნა აპელირებს ივანიშვილიო კრემლმა დაგვისვაო ,და შევარდნაძე ვინ დასვა ?!
სააკაშვილი ჟვანიას ვინ ჩამოაყვანინა ამერიკიდან და პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერად ვინ დაასმევინა ცხვირმოუხოცავი ლაზღანდარა ნაკომკავშირალი აბდალი ,ამერიკაში რუსი ოლიგარქების გამათეთრებელ იურიდიულ კანტორაში ვინ მოაწყო სამსახურში,ვინ და რა ხარჯით ასწავლა კოლუმბიის და კიევის სასწავებლებში ,კგბ-ს ჯარში ლიმიტისა და პარტმანადატისათვის ვინ გაამწესა ,არ იცოდა ჟვანიამ რომ იარაღით მოვაჭრე კგბეშნიკი ალასანიას დისშვილი იყო და პაპამისი ჩეკაში ბერიასთან მუშაობდა ,ასეთი ოჯახიდან გამოსული გკბ ნომენკლატურა რომ იქნებოდა ,აგენტი გავლენისაც და რეალურად რეზიდენტიც !?
კონტაქტურიც და ჰიბრიდული ომიც მაშინ დაიწყო და ამ ომის უმნიშვნელოვანესი იარაღი პროპაგანდა კია ,მაგრამ უფრო მთავარი სახელმწიფო მოწყობის ,სამართლის სისტემის და ეკონომიკურისაც გარედან თავსმოხვეული მოდელია , ესენი კი კანონებით განისაზღვრება,სწორედ სააკაშვილის და რუსეთის გავლენისა და რეალური მოქკავშირელი და ნაცმოელი აგენტების შემოქმედებაა რუსეთიდან გადმოქართულებული ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც ქვეყანა დაინგრა და ქოცი ლესვაში უპირებს აღდგენას ?!
უტიფარი დემაგოგია და ცრუსთავიც მისია და ცრურეიტინგები გაყალბებულ არჩევნებიან საარჩევნო და საპენსიო სიებიანად !
ბიუჯეტი და ეკონომიკა როგორ გაზარდა ვიცით ,ქაღალდზე და მარცხენა და მარჯვენა ჯიბეების მანიპულაციებით !
მაგრამ როგორ გახარჯა სესხგრანტებიან ფონდებიანად თუ იცის გლახუნამ ,მე მგონი არ იცის ,ან მალავს !
პატივს ვცემ რამო მორანის დამახასიათებელ ორთოდოქს ბოლშევიკთა გრძნობებს კომუნიზმის დამყარებით მოსალოდნენ კეთილდღეობასა და სამართლიანობაზე ,მაგარამ ორთოდოქსების შთამომავალი კომპარტიის პროდუქტია მოქკავშირი,ნაცებიც და ქოცებიც სატელიტებიანად ,აი სადაცაა ვოლსკი გათავმჯდომარდება და ნუგზარ ფოფხაძეს აკურთხებენ იდეოლოგიური ფრონტის წმინდა კარდინალად !
ხელისუფლებაში მოსული კომუნისტი იგივეს იზავს, რაც ქნა მაშინ როცა დაუფარავად და აშკარა თავმომწონედ იყო ხელისუფალი და შვება ახლა ,როცა მორცხვად უკან დგას და წინ ნაცქოცმოქკავშირი ყავს აფარებული,დღესაც მაშინ წამყვანი კომპარტიული ოჯახები მართავენ საქართველოს ,ხომ არ ჩამოგითვალოთ ანზორ ბურჯანაძე ,მეტრეველი ,ფოფხაძე და ძმა და დანი სულიერი პოლიტბიურო შევარდნაძისა გარემოცვიანად ,მინიმუმ 30 ოჯახია ,ეს მათ პარტიულ საოჯახო ფინანსებს ატრიალებენ აქ ბიზმესმენები სესხბანკებიდან ?!

siaxle
10 იანვარი 2019 15:51
30-40 % გასაახალგაზრდავებელია და გამოსაცვლელია შემადგენლობა ყველგან ყველა მიმართლებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?