"რადგან პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს"
"რადგან პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს"
მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით შეიქმნას ფონდი, სადაც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა. მისივე ინფორმაციით, მის მიერ შექმნილი ფონდი ქველმოქმედებასა და გარკვეული ინიციატივების დაფინანსებას მოხმარდება.

"რადგანაც ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, მე გადავწყვიტე, რომ ახალი ფორმები მოვნახოთ იმიტომ, რომ რაღაცა ნაწილი სწორედ ამ კუთხით
- ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია. პრეიზიდენტი ამ ქმედებების ერთგვარი მფარველი უნდა იყოს. მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ
უკვე საფრანგეთის პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"

ია ხავთასი
14 იანვარი 2019 02:21
გაძლიეროთ ღმერთმა... ეს ღირსეული გადაწყვეტებაა...ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით, ეს ჯერ კიდევ იპოდრომზე მიტინგის დროს მივხვდი... აბა წარმატებები თქვენ!
თამარი
13 იანვარი 2019 07:58
ნუთუ ამუს უფლება დაგიტოვეს? ე მანდ ბიძინი არ გაგიბრაზდეს . მერე ბერამ არ წაგირეპოს . მარგველაშვილივით მხოლოდ კარტოფილის დათესვის უფლება არ დაგიოვონ ერეკლეს სასახლეში . რავი ქსოვა შენ არ გეხერხება ალბათ .
ამ ფონდში იმ კომპანიებიდან ისევ საწყალ სტუდწნტებს ჩამოაჭრიან ხელფას იმას რასაც არ აძლევენ .
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
12 იანვარი 2019 23:56
ქალბატონი სალომე, საფრანგეთში დაბადებული და აღზრდილი ადამიანია. ის არა ჰგავს, ედუარდათი დაწყებულ, ფულზე სამშობლო გაყიდულ, ქართველ, ვაი პოლიტიკოსებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?