"ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს" - რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის საკითხზე?
"ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს" - რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის საკითხზე?
ჩემთვის ადვილი იყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხზე მილოცვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა საფრთხეებზეა საუბარი და მისი მხრიდან ამ ყველაფერზე ხაზგასმა სწორი არ იქნება.

"უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც პირადად ჩემთვის და
მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მომავალში. ჩვენთან ეს არის დამოუკიდებლობის საწინდარი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია
იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, ასევე მისი განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. თუმცა ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. ჩვენ სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ და ერთნაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს მე, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვინაიდან ქართული ეკლესია და საპატრიარქო ამ საკითხზე ფრთხილობენ, ისიც ასე უნდა მოიქცეს.

"მე მგონია, რომ ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ასევე თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ გავაკეთე, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების გამო. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-01-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?