"დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება" - კვირის პალიტრა

"დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება"

დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგი, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მიმართა კითხვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით რას ურჩევს მმართველ გუნდს, რომლის დამსახურებითაც ის დღეს პრეზიდენტია.

“არაფერს არ ვურჩევ. მე პირადი პირი არ ვარ - ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რამე რჩევა ან რეკომენდაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ის ხალხის ნდობის ღირსი იქნება, თუ საკუთარ კომპეტენციას ბოლომდე შეასრულებს და არ გადავა ზღვარს, რაც პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.

"რადგან პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს"

"რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეზე?

"ინტერპრესნიუსი"