"ზურაბიშვილს აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი დეპუტაცია მომავალ პარლამენტში,ამისთვის "ოცნების" სიაში კვოტას მოითხოვს" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილს აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი დეპუტაცია მომავალ პარლამენტში,ამისთვის "ოცნების" სიაში კვოტას მოითხოვს"

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ჟურნალისტებმა შეკითხვების უმეტესობაზე პასუხი ვერ მიიღეს. ქალბატონი სალომე, ძირითადად, პასუხობდა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის... გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პეზიდენტის მორჩილება მმართველი პარტიის მიმართ შესაძლოა დროებითი იყოს. მისი თქმით:

"ამ პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქის დონეზეც კი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ის ხელისუფლების მორჩილი იქნება 2020 წლის არჩევნებამდე. ჩემი აზრით, მას აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი დეპუტაცია მომავალ პარლამენტში და ამისთვის "ქართული ოცნების" სიაში კვოტას მოითხოვს. სწორედ ამიტომ 2020 წლამდე ის დისკომფორტს არ შეუქმნის მმართველ პარტიას, მერე კი იმის შესაბამისად იმოქმედებს, როგორც განაწილდება ხელისუფლება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად